ვალენტინ შერპილოვი (25 მარტი 1911-1974) დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1938 წელს.
1938 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში და 1939 წლიდან ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. მისი ფერწერული ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიული ოსტატობა, ფერწერულობა, დახვეწილი ნახატი, კომპოზიციური მთლიანობა. იყენებდა ენკაუსტიკის ტექნიკასაც. ნამუშევრები: "ქართველი ქალის პორტრეტი" (1944, კერძო კუთვნილება), "საჩუქრები ფრონტს" (1944, თბილისის სახელმწიფო მუზეუმი), "ახალგაზრდობა" (1957, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), "ბალერინა" (1971, ენკაუსტიკა, საქართველოს სურათების გალერეა) და სხვ.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 720, თბ., 1986;
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1962 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1961 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი