ირინა შტენბერგი (20 სექტემბერი 1905-1980) დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1928 წელს.
1921–1923წწ. სწავლობდა თბილისის "ნატიფი ხელოვნების კავკასიის სკოლაში"; 1929–1930წწ. ქ. მოსკოვში გაიარა სტაჟირება; 1930 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის თეატრებში, ძირითადად გრიბოედოვის სახელობის და თბილისის მუსიკალური კომედიის; გაფორმებული აქვს აგრეთვე სპექტაკლები ბათუმის, გორის, ქუთაისის, სოხუმის, ლენინაკანის, ერევნის, ბაქოს თეატრებში; მუსიკალური სპექტაკლები: ვ. კურტიდი "ხაჯარათ"(1938, პირველი ქართული მუსიკალური კომედია), ფრიმლი და შტოტგარტი "როზ–მარი"(1941); საქართველოში მოღვაწე გერმანელი გრაფიკოსი, ილუსტრატორი, თეატრის მხატვარი.
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 522
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1976 - საქართველოს სახალხო მხატვარი
- 1943 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი