ნიკანორ ჩერნეცოვი(21 ივნისი 1805-1874) დაბადების ადგილი: ქ. ლუხი, რუსეთი.
1829-1831წწ. იმოგზაურა საქართველოში პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის დავალებით; ფერწერის აკადემიკოსის წოდების მისაღებად დახატა "თბილისის ხედი", რისთვისაც რამდენიმე ათეული ესკიზი შეასრულა
(დაცულია პეტერბურგის სახელმწიფო რუსულ მუზეუმში);
თბილისის თემას ის მთელი ცხოვრების მანძილზე უბრუნდებოდა და გამოფენებზე გაჰქონდა საქართველოსთან, კერძოდ, თბილისთან დაკავშირებული ნამუშევრები ("საბაჟოსა და ჰოსპიტლების ხედი თბილისში",
"თავად ბებუთოვის სახლი თბილისში", "გოგირდოვანი აბანოების შიდა ხედი",
"თბილისის ქარვასლის შიდა ხედი" და სხვა); 1831 წელს დახატა თბილისის პანორამა;
მის ნამუშევრებს აქვს დიდი მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობა XIX საუკუნის 20-30-იანი წლების თბილისის იერსახის წარმოსაჩენად; მხატვარ-პეიზაჟისტი.
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.932; http://ru.wikipedia.org/wiki/Чернецов,_Никанор_Григорьевич