გრიგოლ ალექსანდრეს ძე ჩირინაშვილი (დ. 18 აგვისტო, 1918, მანგლისი — გ. 1999) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1989 წ.).
გრიგოლ ჩირინაშვილი 1918-1999 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1943 წელს.
1965 წლიდან იყო აკადემიის პედაგოგი; სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებში; შექმნა თბილისის თემისადმი მიძღვნილი სურათები: "ჩემი თბილისი და ფიროსმანი" (1979-1984); ვანო სარაჯიშვილის, ნიკო ფიროსმანაშვილის, ვაჟა-ფშაველასა და სხვა პორტრეტები; ილუსტრირებული აქვს ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ფერმწერი, პროფესორი (1982).
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.934