სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გივი(ვასილ) ცერაძე 1931-1987წწ. მხატვარი. დაბ. ცხინვალი, სამაჩაბლო.

1931-1987 წწ. გარდ. 56 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ცერაძე სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

210       ბეჭდვა

გივი(ვასილ) ცერაძე 1931-1987წწ. მხატვარი. დაბ. ცხინვალი, სამაჩაბლო.

გივი(ვასილ) ნიკოლოზის ძე ცერაძე 29 დეკემბერი 1931- 02 მარტი 1987 დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.


1950 წელს ვაჟთა მე-2 საშუალო სკოლის და მ. ტუგანოვის სახელობის სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1950-1956წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. მისი სადიპლომო ნამუშევარი "ჩემი სამშობლო" (პეიზაჟების სერია) ექსპონირებულ იქნა მოსკოვის გამოფენაზე.


1961-1974წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის მთავარ მხატვრად; 1958-1979წწ. მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში; 1969-1975წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ფერწერის კურსს კითხულობდა. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია:


მარჯანიშვილის თეატრში: ა. კრონინის "ბროუდონის ციხე-სიმაგრე", ი. ოტჩენნაშეკის "რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი", კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"; ბათუმის თეატრში: ა. შერვაშიძის "კლდის სიმღერა", ა. წერეთლის "კინტო", ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიოანი", ა. ჟერის "მეექვსე სართული", ი. ზაკისა და ა. კუზნეცოვის "ფეხბურთელები"; გრიბოედოვის თეატრში: ე. შვარცის "ჩრდილი"; რუსთავის თეატრში: ა. ზურაბოვის "ლიკა"; ცხინვალის თეატრში: გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", მ. ელიოზიშვილის "ყველგან, ყველასათვის"; რიგის მოზარდ მაყურებელთა თეატრში: ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს", უ. შექსპირის "ჰამლეტი". მისი პერსონალური ნამუშვრების გამოფენები მოეწყო თბილისის მხატვრის სახლში 1989 წელს და მოსკოვში, არბატზე, საქართველოს წარმომადგენლობის "მზიურის" საგამოფენო დარბაზში 1990 წელს.


წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.53

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი


ნინო ცერაძე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის, პედაგოგი. კონცერმეისტერი. დოიჯიშვილის სახელობის მუსიკალური სემინარია. კონცერტმეისტერი.




დავით მუმლაძე (ჯარისკაცის ჩანაწერები 1992-93 ომი) ავტ. ლალი ცერაძე

2 0

ცერაძე - გვარის 5 ღვთისმსახური

1 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.02.2020
ბოლო რედაქტირება 20.10.2023
სულ რედაქტირებულია 4