ავთანდილ ცქვიტინიძე 24 ივლისი, 1973 დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.
დაამთავრა საქართველოს ხელოვნების აკადემია 1995 წელს.
1997-2000 წწ. სამკერვალო ფაბრიკა "იმერეთის" დიზაინერი; 2000 წლიდან მოდის სახლ "ავთანდილის" მთავარი დიზაინერი, დირექტორი; 1995 წლიდან არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი მოდის კვირეულის, ფესტივალის მონაწილე და გამარჯვაბული;
ავტორია საქართველოს რაგბის ნაკრების სპორტული ჩაცმულობის ესკიზებისა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისა და დახურვის ცერემონიალებისთვის (2007); 2002-2006 წწ. არის "May fashion" ფესტივალის გრან-პრის მფლობელი; მის მიერ შექმნილ სამოს ატარებენ სხვადასხვა ცნობილი ადამიანები; მოსკოვის მოდის აკადემიის წევრი; მოდელიორ-დიზაინერი.
წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.546