ბორის ცხაკაია 30 იანვარი 1935-2006 დაამთავრა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1955 წელს.
1957 წლიდან მუშაობდა "ქართულ ფილმში" ბუტაფორად, მხატვარ-დეკორატორად, 1976 წლიდან დამდგმელ მხატვრად. მისი მონაწილეობით გადაღებულია ელდარ შენგელაიას "სამანიშვილის დედინაცვალი" (ჯ. კუხალეიშვილთან და ნ. ფურმანთან ერთად, 1977), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983), "ექსპრეს-ინფორმაცია" (დ. ერისთავთან ერთად, 1993), გიორგი შენგელაიას "ახალგზარდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (გ. ალექსი-მესხიშვილთან და ნ. შენგელაიასთან ერთად, 1984), ნანა მჭედლიძის "იმერული ესკიზები" (1979), გენო ხოჯავას "მიზანი" (1979), ნიკოლოზ სანიშვილის "სიცოცხლე ერმილეს!" (ნ. სულემანაშვილთან ერთად, 1977), "სახლი ლესნაიაზე" (1980), "მევლუდი"(ნ. სანიშვილი, 1985), ბადურ წულაძის "იღბალი" (1980), "კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის" (1981), "ჩვენი ჯერია ბიჭებო!" (1982), ნანა დვალიშვილის "ბებია ყველასთვის" (1987), ოთარ ლითანიშვილის და ოთარ შამათავას "ვამეხი მოდის" (1987), ო. ლითანიშვილის "შემსრულებელი 977" (1988), ო. შამათავას "ტურანდოტი" (გ. ლორთქიფანიძესთან და ლ. გვენეტაძესთან ერთად, 1989), დევი აბაშიძის "ყვარყვარე" (დ. ერისთავთან ერთად, 1978), "წითელი პატეფონი"(1995). კინოს მხატვარი.
წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 206
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1985 - სსრკ სახელმწიფო პრემია
ფილმისთვის "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი"