ლეოპოლდ ძაძამიძე 20 ნოემბერი 1922-1966 დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1947 წელს.
იყო ა. ციმაკურიძის მოწაფე. შექმნილი აქვს პეიზაჟურ-ფერწერული ტილოები - სვანეთის, ბორჯომის ხეობის, კახეთის, ქუთაისის, ყაზბეგის სერიები; დაღესტნისა და ბალტიისპირეთის პეიზაჟები. მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: "შემოდგომა"(1960), "წისქვილთან" (1960), "ყაზბეგ" (1965, ყველა საქართველოს სსრ სურათების გალერეა, თბილისი), "მეგრული სამზადი სახლი" (1961), "ზამთარი" (1960), "ძველი ქუთაისი" (1962, ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი) და სხვა. ფერმწერი, პეიზაჟისტი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.265
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1964 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი