იოანე ბოლნელი დაიბადა Ix საუკუნეში. ბოლნისის ეპისკოპოსი.
გარკვეული პერიოდი ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა. იოანე ბოლნელი ქართული ჰომელეტიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. ჩვენამდე მოღწეული მისი ჰომილიები ძირითადად სახარების ამა თუ იმ ეპიზოდის განმარტებაა, ამასთან, მორალურ-ეთიკური ხასიათის შეგონებებსაც შეიცავს. იოანე ბოლნელის ქადაგებანი ქართული მჭევრმეტყველებისა და მხატვრული სიტყვის მაღალი ოსტატობის თვალსაჩინო ნიმუშია. იოანე ბოლნელის ცნობილმა ქადაგებამ "ღვინისმსმენელთა და მომთვრალეთათვის" გავლენა იქონია სულხან-საბა ორბელიანის შესაბამის იგავზე.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. -189