რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1926, ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 26 დეკემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი მწერალი.
რევაზ ინანიშილი დაიბადა 1926 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. მისი პირველი მოთხრობა "სახსოვარი" გამოქვეყნდა ალმანახ "პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული დაიბეჭდა 1953 წელს. მწერალი ნაყოფიერად მოღვაწეობდა საბავშვო ლიტერატურაში. 1960 წელს მან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულში". 1966 წელს რევაზ ინანიშვილი გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში. მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: "არდადეგები", "დაბრუნებული ღიმილი", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", "ფერმა მთაში", "ზაფხული სოფლად", "პასტორალი" (თანაავტორი ო. იოსელიანი), "ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე), "ქვიშანი დარჩებიანო" (თანაავტორი გ. შენგელაია). მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რ. ინანიშვილი 1989-1991 წწ. იყო ჟურნალ "დილა"-ს მთავარი რედაქტორი.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.184
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- მწერალთა კავშირი, მდივანი (1985-1988)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1977 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, წლის საუკეთესო კრებული
შორი თეთრი მწვერვალი : მოთხრობები/რევაზ ინანიშვილი. - თბილისი : ნაკადული, 1976. - 303გვ.
ბიბლიოგრაფია
- მომღერალი სახლი : მოთხრობები, ნოველები, მინიატურები (ავტორი). - თბილისი, შპს "ფავორიტი", 2006. - 302გვ.. - ISBN: 99928-62-36-X
- მთვარის ასული : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 271გვ.
- საღამო ხანის ჩანაწერები : ნოველები (ავტორი). - თბ., ნაკადული, 1971. - 195გვ.
- სად ცხოვრობს მეზღაპრე : მოთხრობები სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1970. - 231გვ.
- ბიბო : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1964. - 74გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000914/