სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
აბთიმოზ ივერიელი 1650-1716წწ     მწერალი, მხატვარი, სასულიერო პირი, წმინდანი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ივერიელი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

აბთიმოზ ივერიელი 1650-1716წწ მწერალი, მხატვარი, სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია


ოსმალებმა გაიტაცეს საქართველოდან. სტამბოლში ტყვეობიდან გამოისყიდა იერუსალემის პატრიარქმა, მის კარზევე მიიღო განათლება. იცოდა რამდენიმე ევროპული და აღმოსავლური ენა. XVII საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს ანთიმოზ ივერიელი მიიწვია ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ. ანთიმოზ ივერიელმა მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა რუმინული ეროვნული კულტურის აღორძინების საქმეს, დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებისა და წიგნის ბეჭვდის საქმეში. მის მერვე დაარსებულ სტამბებში(ბუქარესტი, სნაგოვის მონასტერში, რიმნიკში, ტირგოვიშტეში). მისივე ხელმძღვანელობით იბეჭდებოდა წიგნები რუმინულ, ბერძნულ, ძველ სლავურ, არაბულ ენებზე. მის სახელს უკავშირდება რუმინულ ღვთისმსახურებაში რუმინული ენის დამკვიდრება. ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის რამდენიმე ორიგინალური თხზულება, მათ შორის "ქადაგებანი". იგი ილუსტრაციებს და მინიატურებს თვითონ ქმნიდა("სახარება" 1693 წელი). ანთიმოზ ივერიელმა მოაჩუქურთმა თავის მიერვე ბუქარესტში აგებული მონასტრის("ანთიმოზის მონასტერი") მთავარი კარი და სარკმელები, რომელთა ორნამენტებში ქართული მოტივები შერწყმულია  რუმინულთან და რჩება ხეზე ჭრის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად. ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის წყალობით რუმინეთი XVII–XVIII საუკუნეების მიჯნაზე გადაიქცა მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, რომელიც სხვა ქვეყნებსაც ამარაგებდა ბერძნულ, ძველ სლავურ და არაბულ ენებზე გამოცემული წიგნებით. ანთიმოზ ივერიელმა ვლახეთში 25 წლის მანძილზე სხვადასხვა ადგილას დაარსებულ ოთხ სტამბაში დაბეჭდა 64 წიგნი. მისი ხელშეწყობით მისმა მოწაფეებმა დააარსეს სტამბა ალეპოშო(სირია). მისსავე სახელთანაა დაკავშირებული თბილისში პირველი სტამბის დაარსება 1709 წელს და იმავე წელს ქართულად "სახარების"დაბეჭდვა. თბილისში სტამბას საფუძველი ჩაუყარა ანთიმოზ ივერიელის მოწაფემ მიხაი იშტვანოვიჩმა. ანთიმოზ ივერიელი იბრძოდა რუმინული ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის, სათავეში ედგა ანტიოსმალურ პატრიოტულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას. ანტიოსმალური ორიენტაციის გამო უთანხმოება მოუვიდა რუმინეთის მთავრთან. იგი შეიპყრეს, სასულიერო ღირსება აჰყარეს(დაუბრუნეს ერისკაცობის სახელი ანდრია) და სამუდამო ექსორია მიუსაჯეს სინის მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში.  1992 წლის 12 ივნისს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და 27 სექტემბერი დააწესა მისი მოხსენიების ოფიციალურ დღესასწაულად. რუმინეთის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, განმანათლებელი, მესტამბე, ვლახეთის მიტროპოლიტი.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.158

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00004724/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0