ეკა თხილავა დაიბადა 08 იანვარი 1971 ქალაქ ქუთაისში. ბაბუა ერასტი თხილავა დაბადებულია სოფელი ღანირი, სამტრედია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ასპირანტურა.
მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი ტელეარხის კორესპონდენტად; ჟურნალ "ბაგრატის ტაძრის" რედაქტორის მოადგილედ; სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი. არის კავკასიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ამავე სასწავლებლის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 100-ზე მეტი საგაზეთო პუბლიკაციისა და 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.
წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ. 179
ბიბლიოგრაფია
- ბურე : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2015. - 120გვ.. - ISBN: 978-9941-426-45-2
- ფარვანა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, რაიზი, 2010. - 172გვ.. - ISBN: 978-9941-0-2932-5
- მიწის ოკეანე (ავტორი). - თბილისი, ატრიუმი, 1998. - 170გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006699/