ნანა ჭურღულია 28 სექტემბერი, 1950 დაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1973 წელს.
1978-1981წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი თბილისის დაზგური გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში; 1974-1975წწ. იყო ესთეტიკის ინსტიტუტის მხატვარი; 1976-1978წწ. საბავშვო სამხატვრო სკოლისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის თბილისის და მოსკოვის სხვადასხვა გალერეებში, ზაარბრიუკენში (1983), ბერლინის კულტურულ ცენტრში (1988), ლენინგრადში (1989), ბუდაპეშტში (1990), ბარსელონაში (გალერეა "Brok", 1990), პროვანსში (საფრანგეთი, გალერეა "ჩერუსე", 1991), ბელგიაში (1993), კოპენჰაგენში (1994), ბაქოს ხელოვნების ცენტრში (1995). არის 50-მდე წიგნის მხატვარი.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 404.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- რესპუბლიკური პრემია , "წლის საუკეთესო წიგნი", მხატვრული გაფორმებისათვის