გოგიტა ჭყონია 12 აგვისტო 1950-2009 დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (თ. აბულაძისა და ი. კვირიკაძის სახელოსნო) 1979 წელს.
სტუდენტურ ექსპერიმენტულ ფილმში "ეტიუდი N2" ("ტაძარი", 1979) დაწყებული "სუფთა კინოს" გამოსახულებით საშუალებათა ძიება შემდგომ ფილმებში განავითარა. "ქართული ფილმის" გაერთიანება "დებიუტში" გადაიღო "ორი იბერიკა" (მ/მ 1982) და "ღამის პეპელა"(მ/მ, 1984). "ქართულ ფილმში" დადგა სრულმეტრაჟიანი ფილმი "მამა, შვილი და ნიავი"(1988). ექსპერიმენტული ძიებანი გააგრძელა ფილმებში: "ხედვის ანბანი" (1994, მსახ.) და "სერანილია -დაგვიანებული დღიური" (ანიმ., 2005). გადაღებულია ფილმებში: "ანემია" (ვ. კოტეტიშვილი, 1987), "ორფეოსის სიკვდილი" (გ. შენგელაია, 1996), "კავშირი" (გ. ბარაბაძე, 2005). კინორეჟისორი.
წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 218