ვანო ხოჯაბეგოვი 14 იანვარი 1975-1922 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
მხატვარმა ბ. ფოგელმა ნ. სკიფოსოვსკის კერძო სამხატვრო სკოლაში ჩარიცხა 1910 წელს.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო. ფედოსეევის (ახლანდელი ვ. სარაჯიშვილის) ქუჩაზე გახსნა საწვრილმანო დუქანი; როცა კი მოიცლიდა ხატავდა მუშტრებს, თბილისელ მოქალაქეებს; 1916 წელს მონაწილეობდა "დიდების ტაძარში" (ახლანდელი სამხატვრო გალერეა) მოწყობილ მხატვართა გამოფენაში, შემდეგ - "სომეხ მხატვართა კავშირის" გამოფენაზე ჯერ თბილისში, შემდეგ კონსტანტინოპოლში და სხვა;
მისი მხატვრობა ისეთივე ორიგინალური და დამოუკიდებელია, როგორც ძველი თბილისის ყოფა; შექმნა ძველი თბილისის ყოფის ამსახველი სერიები: ყოჩების ჭიდილი, ყეენობა, ყარაჩოხელთა ქეიფი, კრივი, ქართული ჭიდაობა და სხვა; მისი ნახატების მდიდარი კოლექცია დაცულია თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ სახელმწიფო მუზეუმსა და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.996; http://vangogen.blogspot.com/2015/04/blog-post_83.html