უშანგი ხუმარაშვილი 25 აგვისტო 1948 დაბადების ადგილი: დედოფლის წყაროს რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1973 წელს.
1975 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ძირითადი ნამუშევრებია: "გონებასუსტის ამბიციები", "შინაგანი ტვირთი" (1985), "უკანასკნელად" (1988), "ავტოგრაფი" (1988), "დიალოგი საკუთარ თავთან" (1989), "ნოსტალგია" (1990), "შინაგანი ტვირთი" (1990), "კატაკლიზმები" (1990). გამართული აქვს პერსონალური გამოფენები თბილისში: სეგ (1994), გალერეა "ორიენტი" (1998), გალერეა TMS (2000);
გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი (2003); "ორიენტი" (2005). ჯგუფური - თეატრისა და კინოს მხატვართა (თბილისი, მოსკოვი 1979), საერთაშორისო გამოფენა-სიმპოზიუმი (სოჭი, 1994), თანამედროვე ხელოვნების ბიენალე (თბილისი 1996). მიღებული აქვს გრან-პრი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის (2001). 2019 წელს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თიბისი არტ გალერეაში გაიმართა, სადაც წარმოდგენილ იქნა მხატვრის მიერ 2018 - 2019 წლებში შექმნილი ნამუშევრები.
წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.593; youtube.com
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1985-)