ავენირ ხუსკივაძე 5 ოქტომბერი 1918-2000 დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1941 წელს.
მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტგაერთიანებაში მხატვარ-ანიმატორად. ეკრანზე გააცოცხლა სხვადასხვა თაობის რეჟისორთა 25-ზე მეტი ნახატი ფილმის პერსონაჟები, მათ შორის ვ. ბახტაძის "ხელმარჯვე ოსტატები" (1957), "საყვირის შემდეგ" (1959), "ნარცისი" (1964); ა. ხინთიბიძის "ჩხიკვთა ქორწილი" (1957), "მტრობა" (1959), "წუნა და წრუწუნა" (1961); ბ. სტარიკოვსკის "მამაცი ვაჟა" (1965), "სიყვარული და კიბერნეტიკა" (1966), დ. თაყაიშვილის "ბაბილანი" (1985), ლ. სულაქველიძის "მეფე და ჩიტი" (1985), რ. გვარლიანის "ბერდიხა" (1986), შ. ჭავჭავაძის "ზამთრის ეტიუდი" (1988), ბ. შოშიტაიშვილის "ალიყური" (1989) და სხვ. როგორც რეჟისორმა გადაიღო ნახატი ფილმი: "უქნარა" (1958), დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: "როგორ წარმოიშვა სახლი" (შ. გედევანიშვილი, 1965), "მომთვინიერებელი" (ო. ანდრონიკაშვილი, 1970) და სხვ.
წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 224-225; wikiwand.com; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი