რუსუდან ჯავრიშვილი 31 დეკემბერი 1918-1999 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1940 წელს.
მისი პედაგოგები იყვნენ კ. სიდამონ-ერისთავი, მ. თოიძე, კ. გძელიშვილი; 1941 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში ; 1941-1944წწ. იყო ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრის მთავარი მხატვარი; ავტორია ძველი თბილისის ყოფის ამსახველი ნახატებისა და თბილისელთა პორტრეტებისა: "ქალიშვილი ვერის უბნიდან" (1962, მხატვრის სახელოსნო), "ეზო ძველ თბილისში", "ღვინის აღმართი" (1978), "ეკლესია კიბალჩიჩის უბანში", "უბანი ძველ აბანოებთან", "ძველი თბილისი" (სამივე - 1979, კერძო კუთვნილება) და სხვა; გააფორმა მუსიკალური კომედიის თეატრის სპექტაკლები: "სამი პატარძალი", "მსახიობის სიყვარული", "აზნაურები" და სხვა; ფერმწერი, თეატრის მხატვარი.
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1001; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ. 530; burusi.wordpress.com
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1978 - საქართველოს სახალხო მხატვარი