დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1965 წელს და თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი ტელე-კინო მხატვრის სპეციალობით 1972 წელს.
1972 წლიდან მუშაობდა მხატვრად სახელმწიფო ტელევიზიაში, 1974 წლიდან-კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ მხატვრად ფილმებზე: "მწვერვალთა დამპყრობნი" (ა. დარსაველიძე, 1977), "ლიმონის ტორტი" (რ. გაბრიაძე, ა. დარსაველიძე, 1977), "შესვენება" (ბ. წულაძე, 1978), "პირველი კონცერტი" (მ. შონია, 1978), "ბაკურხეველი ხევსური" (გ. ჩოხელი, 1980), "მოგზაურობა სოპოტში" (ნ. ჯორჯაძე, 1980), "მოუსვევენარი ზაფხული" (ა. ნინუა, 1983), "ელისა და რარუს თავგადასავალი" (გ. პეტრიაშვილი, 1986), "წერილი ნაძვებს" (გ. ჩოხელი, 1986), "ფარანი ქარში" (ნ. ომიაძე, 1987), "ბესამე" (ნ. ახვლედიანი, 1989), ''ნოე" (ნ. მანაგაძე, 1990), "ხაფანგი" (ა. ნინუა, 1992), "მხოლოს ერთხელ" (მ. ანასაშვილი, 1994), "რა გაცინებს?!" (თ. ბუტიკიშვილი,1995), "ზაფხული ანუ 27 დაკარგული კოცნა" (ნ. ჯორჯაძე, 2000), "ფანჯარა" (რ. პირველი, 2005), "კაცი საელჩოდან" (დ. ცინცაძე, 2006), "უშენოდ, მგონი, მოვკვდები" (ლ. თუთბერიძე, 2010). გადაღებულია ფილმში "ელისა და რარუს თავგადასავალი". კინოს მხატვარი.
წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 226; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი