სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ოთარ ჯაფარიძე 1920წ  მხატვარი. დაბ. ოჩამჩირე, აფხაზეთი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ჯაფარიძე სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

76       ბეჭდვა

ოთარ ჯაფარიძე 1920წ მხატვარი. დაბ. ოჩამჩირე, აფხაზეთი.

ოთარ ჯაფარიძე 29 ოქტომბერი 1920 დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.



დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1946 წელს; ასპირანტურა - 1950 წელს.

1947 წლიდან თბილისის სამხატვრო სასწავლებლის (შემდგომში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი) სპეციალური საგნების პედაგოგი; 1960 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის მასწავლებელი. აკადემიაში მუშაობის 47 წლის განმავლობაში გაიარა უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგის ყველა საფეხური კათედრის პროფესორის თანამდებობამდე.


1968-1983წწ. სამხატვრო აკადემიის პრორექტორი სასწავლო დარგში. შემდგომში აკადემიაშივე განაგრძობდა მოღვაწეობას ფერწერის კათედრის პროფესორის თანამდებობაზე; 1953 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; 1988 წლიდან შეთავსებით უჩა ჯაფარიძის სახლ–მუზეუმის ხელმძღვანელი. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის სფერო ძირითადად პეიზაჟის მხატვრობით განისაზღვრა, რასაც ხელს უწყობდა სისტემატიური კონტაქტი მშობლიურ რაჭასთან. სწორედ რაჭის პეიზაჟი გახდა მისი შემოქმედებითი შთაგონების მთავარი წყარო. მხატვრის ფერწერული ნამუშევრები ძირითადად დაცულია საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო გალერეის (ამჟამად "მხატვრის სახლი"), ონისა და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების ფონდებში. ერთ–ერთი ტილო იმყოფება მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში. ცალკეული ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების თემაზე შექმნა ორასამდე მცირე ზომის გრაფიკული ნამუშევარი.

წყარო: art.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი , წევრი (1969-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • ღირსების ორდენი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ანანია (თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე მიტროპოლიტი დაბ. 1949წ. მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მწყემსთავარი დაბ. ტყიბული იმერეთი

1 0


პავლე (პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე) 1888-1929წწ ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ხრეითი ჭიათურა

2 0

ჯაფარიძე მიხეილ ასლანის ძე მღვდელი, 1873-1912წწ ხრეითის წმ. გიორგის (ზეციხის უბნის) ეკლესიის, ჭიათურა

2 0

ბიქტორ ჯაფარიძე მიხეილის ძე 1912-1917წწ მღვდელი, ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესია, ჭიათურა

2 0

ჯაფარიძე - გვარის 52 ღვთისმსახური

1 0

ივანე ჯაფარიძე დავითის ძე 1867-1934წწ საქართველოს გენერალი დაბ. ქუთაისი გუბერნია Иван Давыдович Джапаридзе

2 0


გიორგი ჯაფარიძე 1964-93წწ. გარდ. 29 წლის, სოფ. ტამიში, ოჩამჩირე. აფხაზეთი, 1992 წელს მუშაობა დაიწყო ახალციხის 22 მმ. ბრიგადის სამედიცინო ლაზარეთში ექიმად. 1993 წელს წავიდა აფხაზეთში ექიმად. დაბ. ახმეტა კახეთი

3 0

ოთარ ჯაფარიძე 1969-1992წწ. გარდ. 23 წლის, გაგრა, აფხაზეთი დაბ. ბაღდათი იმერეთი.

3 0

გიორგი ჯაფარიძე 1959-92წწ. დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დ. ჭიათურა

2 0


ნუგზარი ჯაფარიძე 1965-1993წწ გარდ. ბირცხა აფხაზეთი დაბ. მესტია.

3 0

ბუდუ ჯაფარიძე დაკარგულია აფხაზეთის ომი 1992-93წწ ფონდი მოლოდინი

2 0

ალექსანდრე იურის ძე ჯაფარიძე დ. 1955წ. მაქს. 2,3 მილიარდი დაბ. მახაჩკალა დაღესტანი რუსეთი

2 0

გია ჯაფარიძე 1945წ. მხატვარი. დაბ. თბილისი.

5 0


ვახტანგ ჯაფარიძე 1901-1986წწ მხატვარი დაბ. ყვარელი კახეთი

2 0


თემო ჯაფარიძე 1937წ. მხატვარი წარმ. სოფ. ლატალი, მესტია. დაბ. თბილისი.

4 0


უჩა ჯაფარიძე 1906-1988 მხატვარი სოფ. ღარი, ონი. რაჭა.

1 0


რევაზ ჯაფარიძე 1923-1999წწ მწერალი, მხატვარი, დაბ.სოფელი ბაჯითი, საჩხერე, იმერეთი

1 0


ლევან ივანეს ძე ჯაფარიძე 1905-1972წწ. გარდ. 67 წლის აკადემიკოსი, ბოტანიკოსი, წარმ. ლატალი, მესტია, სვანეთი. დაბ. თბილისი.

1 0


ოთარ ჯაფარიძე 1921-2020წწ. ისტორიკოსი, აკადემიკოსი, დაბ. თბილისი. ქართლი.

3 0


დავით ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონი კრივი ჭიათურა

1 0

1 0 0


ლევან ჯაფარიძე ევროპის პრიზიორი სუმო

1 0

0 0 1


ზურაბ ჯაფარიძე მსოფლიო ჩემპიონი თანამედროვე ხუთჭიდი

1 0

2 0 0


დავით ჯაფარიძე დაბ. 1972წ. საკავშირო ოლიმპიადა ძიუდო დაბ. თელავი

1 0

თენგიზ ივანეს ძე ჯაფარიძე 1925-1944წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0