ბორის ჯიმშირაული 21 აგვისტო 1929-2003 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ნ. ნიკოლაძის სახელობის ტექნიკუმი; 1957 წელს - თბილისის სამხატვრო აკადემია.
1957-1963წწ. მუშაობდა კინოსტუდიაში, მულტიპლიკაციის მხატვრად. იმუშავა მულტიპლიკაციურ ფილმებზე: "წუნა და წრუწუნა", "მტრობა", "ჩხიკვთა ქორწილი" და სხვა. პერიოდულად მუშაობდა სამხატვრო ფონდში; იყო ფერწერის პედაგოგი ნ. ნიკოლაძის სახელობის ტექნიკუმსა და სამხატვრო აკადემიაში.
1970-1981 წლებში მუშაობდა ქუთაისში, სამხატვრო ფონდში, ძირითადად, სახელმწიფო შეკვეთებზე. მის მხატვრობაში დიდი ადგილი უჭირავს ხატწერას.
1996-2002წწ. მხატვარი თურქეთში მოღვაწეობდა. დარჩა ბევრი დაუსრულებელი ტილო.
შექმნა ისტორიული პირებისა და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები; ავტორია უამრავი ხატისა. შექმნილი აქვს ხატების სერია ქრისტეზე.
მისი ხატწერის ნიმუშებია: "წმ. ნიკოლოზი", "წმ. ნინო", "ღვთისმშობელი ყრმით" და სხვ.; შესრულებული აქვს მრავალი ნატურმორტი.
წყარო: http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/121488/1/Boris_Jimsharauli.pdf