ჰასან ჰელიმიში 2 მარტი1907-1976 დაბადების ადგილი: სოფელი ორთახოფა, თურქეთის ლაზეთი.
1932 წელს საცხოვრებლად საქართველოში, ქალაქ ბათუმში გადმოვიდა. 1949-1954წწ.
როგორც არასანდო, "საეჭვო" პიროვნება, ოჯახთან ერთად გადაასახლეს ციმბირის ქალაქ ვასიუგანში (ტომსკის რაიონი); 1961-1967წწ.
პროფესორ სერგი ჯიქიას მიწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქულს ასწავლიდა; მისი ლექსები სხვადასხვა დროს ლაზური ენის მკვლევართა მიერ (არნოლდ ჩიქობავა, სერგი ჯიქია) სხვა ტექსტებთან ერთად გამოქვეყნდა.
შედარებით სრული პუბლიკაცია განხორციელდა გამომცემლობა "ინტელექტის" მიერ პროექტ "100 ლექსის" ფარგლებში (ლაზური პოეზია, შემდგენელი თეა კალანდია, 2007 წ.). ჰასან ჰელიმიშის საუკეთესო ნამუშევრები თავიანთი მხატვრულ–გამომსახველობითი ოსტატობით უახლოვდებიან ნიკო ფიროსმანის ნახატებს. მისი ნამუშევრები დაცულია სარფის საშუალო სკოლის საექსპოზიციო დარბაზში, ასევე სხვადასხვა კერძო კოლექციებში. ლაზი მხატვარი, პოეტი.