სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
წმიდა მამაჲ ჩვენი მაკარი მმარხველი, +1034წ  21 (3.01) დეკემბერი ხახული ტაო კლარჯეთი
ბმულის კოპირება

წმიდანები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

წმიდა მამაჲ ჩვენი მაკარი მმარხველი, +1034წ 21 (3.01) დეკემბერი ხახული ტაო კლარჯეთი

ხსენება 21 დეკემბერი ახ. სტილი 03 იანვარი


წმიდა მაკარი მმარხველი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი იმ წმიდა მამათაგანია, რომელთა შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ის ფაქტი, რომ მისი სახელი უკვე ათი საუკუნეა იხსენიება საქართველოს ეკლესიის კალენდარში მრავლისმთქმელია, მრვალისმეტყველია მისი წოდებაც - მმარხველი.


ხახულის მონასტერი X საუკუნის მეორე ნახევარში აუგია საქართველოს მეფე დავით კურაპალატს. წმიდა მაკარისა და მისი მსგავსი მამების მოღვაწეობამ მონასტერი სიწმიდის, მეცნიერებისა და განათლების კერად აქცია. მონასტერი დღეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ იქ მოღვაწე ქართველ მამათა მადლი ახლაც სასოებად ეფინება საქართველოს.


ხახულის მონასტრის წინამძღვარი წმიდა მაკარი უდიდესი ასკეტი და ცნობილი მოძღვარი იყო. მასთან მოდიოდნენ რჩევა-დარიგებისა და კურთხევისათვის როგორც მონაზვნობის მსურველნი და გამოცდილი ბერები, ასევე ერისკაცები. ღირს მაკარის მიჰგვარეს კურთხევისათვის ყრმა გიორგი - შემდგომში უდიდესი მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც წინასწარცნობის ნიჭით დაჯილდოებულმა მამა მაკარიმ თავისი სულიერი შვილი უწოდა.

ღირსი მაკარი, ღვთის შეწევნით, ერთმანეთს კარგად უთავსებდა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასა და განდეგილობას. განსაკუთრებული მარხვისა და ლოცვისათვის მას მმარხველი უწოდეს. მისი წინამძღვრობის დროს ხახულის მონასტერი „ვითარცა მთიები“ ბრწყინავდა და ორიენტირს აძლევდა სასულიერო და საერო მოღვაწეობის მსურველთ.

ღირსი მაკარი 1034 წლის ახლო ხანებში გარდაიცვალა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2001 წ.


ხახულის მონასტერი — შუა საუკუნეების მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოში, მდინარე თორთუმისწყლის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში, მდინარე ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ტაძარში ამჟამად მოქმედებს მეჩეთი.

დააარსა დავით III კურაპალატმა (X საუკუნის II ნახევარი). თანდათან ხახულის მონიჯნავე მიწებზე ჩამოყალიბდა ხახულის თემი - ეკონომიურად დაწინაურებული რეგიონი (უფრო გვიანდელი ხანის ოსმალურ დოკუმენტებში ხახულის თემი "ხახოს ხეობად", ზოგჯერ კი "იშხანის" სახელით იხსენიება. აქ 100-მდე სოფელი და 30-მდე დამოუკიდებელი წვრილი აზნაური ითვლებოდა). ხახულში შეიქმნა მძლავრი ლიტერატურული კერა. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: იოანე ხახულელი (X-XI სს.), დავით თბილელი (XI ს.) და სხვა. ყრმობის ჟამს ხახულში მიიღო სწავლა-განათლება გიორგი მთაწმიდელმა. ხახულის მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკიდან ჩვენამდე მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოაღწია. XVI საუკუნეში ხახული ქართლის კათოლიკოსის საგამგებლოში შედიოდა. XVI საუკუნეშივე ოსმალეთის მიერ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, ხახული მოსწყდა ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.02.2020
ბოლო რედაქტირება 08.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0