სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
ღირსი საბიანა, (X-XI საუკუნე)  ხსენება 31 (13 იანვ.) დეკემბერი მოღვ. სოფ. ტაძრისი ბორჯომი ღირსი საბიანა, (X-XI საუკუნე)  ხსენება 31 (13 იანვ.) დეკემბერი მოღვ. სოფ. ტაძრისი ბორჯომი
ბმულის კოპირება

წმიდანები

ბორჯომი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

ღირსი საბიანა, (X-XI საუკუნე) ხსენება 31 (13 იანვ.) დეკემბერი მოღვ. სოფ. ტაძრისი ბორჯომი

ხსენება 31 დეკემბერი ახ. სტილით 13 იანვარი სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარი

საქართველო ოდითგანვე ცნობილია ქალი სიწმიდით. საქართველოს დედათა მონასტრებში მოღვაწე ქალები საოცარი გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ: გამუდმებული ლოცვა, მარხვა, ხელსაქმე და ობოლთა აღზრდა იყო მათი ძირითადი მოვალეობა. მონაზონ დედათა სიწმიდესა და სიბრძნეს ანგარიშს უწევდნენ და მათ წინაშე ქედს იდრეკდნენ მეფე-დედოფალნიც.

განდეგილ დედებს აძლევდნენ აღსაზრდელად თავიანთ შვილებს საქართველოს თავად-აზნაურთა ცნობილი წარმომადგენლები. გიორგი მცირის ცნობით, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირმშო შვილის, თეკლას ღვთისადმი შეწირვა - მონაზვნად აღზრდა გადაწყვიტეს, იგი წმიდა საბიანას - „ღირს და წმიდა“ დედაკაცს მიჰგვარეს, რომელიც იმ დროს სამცხის ტაძრისის დედათა მონასტერს წინამძღვრობდა. წმიდა საბიანამ „შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თვისი და კეთილად აღზარდა“.

შემდეგ ამ მონასტერში მიუყვანიათ შვიდი წლის გიორგი მთაწმინდელიც (1009-1065). იგი სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა წმიდა საბიანას მიერ კეთილად აღზრდილ საღმრთო „დედაკაცისა მისგან ღირსისა დისა თვისასა“.


გიორგი მთაწმიდელი, გიორგი ათონელი (1009-1065)  ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი; ქართული ეროვნული კულტურის მოამაგე; ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი; საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნიერო-ლიტერატურული საქმიანობის სულისჩამდგმელი; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი ხსენება ახ.სტ 10 ივლისი. ძვ. სტ. 27 ივნისი

წმიდა საბიანას შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“ (მათე 12,33). წმიდა საბიანას ღვაწლი განცხადებულია მისი წინამძღვრობისდროინდელი მონასტრის ცხოვრებასა და მის აღზრდილებში.


„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ტაძრისი — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დგვარი, საკირე). მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, ციხისჯვრის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე საკირულის (მტკვრის აუზი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1280 მეტრი, ბორჯომიდან 24 კილომეტრი.


მოკლე აღწერა: ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში ერთ-ერთი უძველესი გამორჩეული ადგილია სოფელი ტაძრისი. როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, დასახლებას ეს სახელწოდება ტაძრების სიმრავლის გამო მიუღია. მათი დაარსება წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების სახელთან არის დაკავშირებული. ტაძრისის მონასტრის ისტორია ორ სულიერ წინამძღვარს: გრიგოლ ხანძთელსა და გიორგი მთაწმინდელს უკავშირდება. საეკლესიო ცხოვრება აქ ჯერ კიდევ მეცხრე-მეათე საუკუნეებში დაწყებულა. ისტორიული ცნობების თანახმად, ტაძრისი ძალიან მალე მნიშვნელოვან კულტურულ საგანმანათლებლო კერად ქცეულა. მისი სახელი მთელ საქართველოში განთქმულა. ამიტომაც ყველა დიდგვაროვანი ცდილობდა, საკუთარი პირმშო აღსაზრდელად სულიერებისა და კულტურის ამ წმინდა კერაში მიეყვანა. მონასტერში ცნობილი საერო პირების შვილები ცხოვრობდნენ, რაც მის კარგ რეპუტაციაზე მეტყველებდა. მათ შორის უპირველესი თავისი მოღვაწეობითა და ქართული ეკლესიის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლით ღირსი მამა ქართველთა -- წმინდა გიორგი მთაწმინდელი გახლავთ. „და წარიყვანეს სამცხეს მონასტერსა სადედოსა, რომელსაც ეწოდების ტაძრისი~… ~რაიცა შეიქმნა შვიდისა წლისა, მონასტერსა ტაძრისსა დისა თვისსა თანა წარიყვანეს“, –– წერს ღირსი მამის ჰაგიოგრაფი გიორგი მცირე.


ამ დროს ტაძრისის დედათა მონასტრის წინამძღვარი ღირსი და წმინდა მონაზონი საბიანე ყოფილა. წმინდა დედას შვილივით მიუღია მცირეწლოვანი ყრმა. ღირსმა მამამ მონასტერში 3 წელი დაჰყო. ისტორიული ცნობების თანახმად, ამ დროს ტაძრისის სამონასტრო კომპლექსი სამონასტრო ეკლესიების, წინამძღვრის რეზიდენციისა და ციხისგან შედგებოდა. ამჟამად ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ორი ტაძარი: წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ერთნავიანი ბაზილიკებია შემორჩენილი. სამონასტრო ცხოვრება ტაძრისში მე–16 საუკუნემდე შემორჩენილა. 1550 წელს, თურქების ოტომანთა დინასტიის დაპყრობის შედეგად, ტაძრისის მონასტერი განადგურდა. მე–18 საუკუნეში, რეგიონი ისევ საქართველოს სამეფოს ნაწილად იქცა, მაგრამ მონასტერი არ განახლებულა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ღირსი გიორგი მთაწმინდელის დაბადებიდან 1000 წლისთავისთვის ტაძრისში ღვთისმსახურება კვლავ აღდგა. 2009 წლის 10 ივლისს ღირსი გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს საზეიმო წირვა თავად საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აღავლინა.







კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.02.2020
ბოლო რედაქტირება 13.01.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0