ლეილა ალიბეგაშვილი. 30 ოქტომბერი, 1962. დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 1986 წელს.1986 წლიდან არის რუსთაველის თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "ამბავი სურამის ციხისა" (
1984), მოცეკვავე გოგონა, თხა – "სიბრძნე სიცრუისა" (1991) ;"არაბესკები ფიროსმანის თემაზე" (დოკუმენტური ფილმი), "სიბრძნე სიცრუისა";
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განასახიერა ბედისწერა, უცნობი ("კარმენი’"); მიღებული აქვს პრემიები და პრიზები: "სეზონის საუკეთესო სცენური ნაწარმოები" ლილიენის როლის შესრულებისათვის რუსთაველის თეატრის სპექტაკლში "საშობაო სიზმარი", რეჟისორი რ. სტურუა (1994); გრან-პრი, "ოქროს ნიღაბი" ("მაკბეტი", 1996 წ.); პრიზი ქალის როლის (ნია) საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი" (1997); პრიზი ქალის როლის (ნია) საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი" (1998), რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ოქროს ნიღაბი"; პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ("მარია კალასი. გაკვეთილი", 2014 წ.); თეატრალური პრემია "დურუჯი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ("მარია კალასი. გაკვეთილი", 2014 წ.); გატაცებულია მუსიკით, კითხვითა და ცეკვით.