ისააკ ალიხანიანი (26 იანვარი 1876-1946) მსახიობი, რეჟისორი. დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.
დაამთავრა ნერსესის სომხური სასულიერო სემინარია თბილისში.
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1897 წელს. იყო ბაქოს(1897–1903, 1907–1909), თბილისის(1903–1906, 1910–1091), დონის როსტოვის(1906–1907) დასების მსახიობი, რეჟისორი, ხელმძღვანელი. იგი იყო 1921 წელს სომხეთში, ერევანში პირველი სახელმწიფო თეატრის(ამჟამად გ. სუნდუკიანის სახელობის) შექმნის ერთ–ერთი ორგანიზატორი. 1922 წლიდან იყო თბილისის სომხური თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ხლესტაკოვი(ნ. გოგოლის "რევიზორი"), ოსვალდი(ჰ. იბსენის "მოჩვენებანი") პეპო(გ. სუნდუკიანის "პეპო"), სეირანი(ა. სირვანზადეს "ნამუსი"), ერეკლე(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ბერსენიევი(ბ. ლავრენიევის "რღვევა") და სხვ.