სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნინო ანანიაშვილი 1963წ მსახიობი. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ანანიაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ნინო ანანიაშვილი 1963წ მსახიობი. თბილისი.

ნინო ანანიაშვილი (19 მარტი 1963 ) მსახიობი.დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


დაამთავრა მოსკოვის აკადემიური ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1981 წელს. 


1981-1988წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი და პრიმა ბალერინა; მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე მოამზადა და შეასრულა მთავარი პარტიები ბალეტებში: "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი", "ჟიზელი", "რომეო და ჯულიეტა" "რაიმონდა", "დონ კიხოტი", "კორსარი", "მაკნატუნა" , "ბაიადერა", "ოქროს საუკუნე", "სილფიდა", "ფარაონის ასული", "შოპენიანა", "პატარა პრინცი" და სხვა. 1988 წლიდან  გამოდიოდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე. ის იყო პირველი მოცეკვავე, ანდრის ლიეპასთან ერთად, ყოფილი სსრკ-დან, რომელიც მიიწვიეს ბალანჩინის თეატრში "ნიუ-იორკ სიტი ბალე", სადაც იცეკვა ჯორჯ-ბალანჩინის ბალეტებში "სიმფონია დო მაჟორი", "აპოლო", "რაიმონდა ვარიაციები". იგი ასევე გამოდიოდა ინგლისის სამეფო ბალეტში (კოვენტ-გარდენი), დანიის სამეფო თეატრში. 2004 წლიდან დაინიშნა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად; 2017 წელს იაპონიის იმპერატორის პრემია გადაეცა იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


იოანე (ცეზარ) ნიკოლოზის ძე ანანიაშვილი 1948-1998წწ მთავარეპისკოპოსი დაბ. სოფ. კირბალი გორი

2 0

ანანიაშვილი - გვარის 4 ღვთისმსახური

2 0

ბორის ანანიაშვილი ანატოლის ძე 1927-2015წწ კონტრ ადმირალი დაბ. ეისკი კრასნოიარსკი რუსეთი

2 0