თინათინ თუმანიშვილი დაიბადა 1892 წელს ქალაქ სიღნაღში. ავტორია სახელმძღვანელოების სკოლამდელებისათვის: "ბუნება და შრომა" (1933); "სიხარული, ქართული ანბანი" (1945); "მოძრავ წესებიან თამაშობათა კრებული" (1941). მასვე ეკუთვნის საბავშვო მოთხრობები: "წითელ არმიელობანას თამაში" (1942); " ჩემი ბოსტანი" (1945); "ნაცნობები" (1943) და სხვა. თ. თუმანიშვილის ინიციატივით თბილისში დაარსდა თოჯინების მუზეუმი, რომლის პირველი დირექტორი თვითონ იყო. საბავშვო მწერალი და პედაგოგი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1960 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
ბიბლიოგრაფია
- ბუნება და შრომა : სახელმძღვანელო ნოლ ჯგუფისთვის (თანაავტორი) // ნაწ. 1: სასაუბრო სურათები. - ტფილისი, სახელგამი, 1933. - 32გვ.
- ბუნება და შრომა : სახელმძღვანელო ნოლ ჯგუფისთვის (თანაავტორი) // ნაწ. 2 : ანბანი. - ტფილისი , სახელგამი, 1932. - 56გვ.
- ქართული ანბანი : ალბომი : დიდაქტიკურ-შემეცნებითი მასალა უმცროსი ასაკის ბავშვთათვის (შემდგენელი). - ტფილისი, 1929. - 67გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007848/