სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ჰოვანეს თუმანიანი (1869-1923)      მწერალი     დსეღი, თუმანიანი, სომხეთი
ბმულის კოპირება



გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

ჰოვანეს თუმანიანი (1869-1923) მწერალი დსეღი, თუმანიანი, სომხეთი

ჰოვანეს თუმანიანი დაიბადა 1869 წელს თუმანიანის რაიონის სოფელ დსეღში. დაამთავრა ჯალალოღლის (ახლანდელი სტეფანოვანი) ოთხკლასიანი სასწავლებელი; სწავლობდა თბილისის ნერსესის სემინარიაში (ვერ დაამთარა უსახსრობის გამო).

სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1886 წელს (დაიბეჭდა მოთხრობები "ძაღლი და კატა", "უიღბლო ვაჭრები"); ჰ. თუმანიანი მრავალმხრივი შემოქმედი იყო - წერდა ლექსებს, პოემებს და მოთხრობებს. მის ნაწარმოებებში ასახულია სომხეთის სინამდვილისთვის დამახასიათებელი სოციალურ-ფსიქოლოგიური კონფლიქტები, ხალხის ზნე-ჩვეულებანი, სომეხი ხალხის წარსული და აწყმო. მწერლის მოთხრობები "გიქორი" (გამოქვეყნდა 1907 წ.) და სხვ. სომხური პროზის საუკეთესო ნიმუშებია. ფართოდაა ცნობილი მის მიერ სომხური და აღმოსავლური ლეგენდების სიუჟეტზე შექმნილი მრავალი პოემა და ზღაპარი ("ერთი წვეთი თაფლი", გამოქვეყნდა 1909 წ.; "გულადი ნაზარა", გამოქვეყნდა 1912 წ. და სხვ); ჰ. თუმანანი ქართველი და სომეხი ხალხების ძმობა-მეგობრობის თავდადებულ და მგზნებარე დამცველად გამოდიოდა. ამ თემაზე შექმნა მრავალი ლექსი - "შერიგება" (1893 წ.), "საქართველოს სული" (1919 წ.), "საქართველოს პოეტებს" (1919 წ.) და სხვ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. მისი არაერთი ნაწარმოები თარგმნა ქართულად ი. გრიშაშვილმა (ოვ. თუმანიანი, რჩეული ნაწარმოები, თბ., 1924). სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 8


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0