აღალო თუთაევი, აღალო თუთაშვილი გარდაიცვალა 26 მაისი, 1912
თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან("დროება", "ივერია", "თემი" და სხვ.). აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, პიესებს, ნაკვესებს. XIX საუკუნის 70-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში. იყო გორის სცენისმოყვარეთა საზოგადოების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. 1877 წელს ნ. დიასამიძესთან ერთად საკუთარი ხარჯით გადააკეთა გორის ძველი როტონდა და თეატრი დააარსა. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა საღებავების ქარხანა, რომლის შემოსავლის ნაწილს საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა(მატერიალურად ეხმარებოდა სკოლებს, ეკლესია-მონასტრებს და სხვ. დიდუბეში, საკუთარ სახლში, დაარსებული ჰქონდა ბიბლიოთეკა-სამკითხველო). მისი პიესები("ცოლი ვიტირო თუ ფული?", "უცნაური არშიყი" და სხვ.) იდგმებოდა თბილისში, გორში, თელავში, ცხინვალში, ოჩამჩირეში. თეატრალური მოღვაწე, ქველმოქმედი.
წყარო: georgianencyclopedia.ge
ბიბლიოგრაფია
- ქართული პიესები (ავტორი). - ტფილისი, ი. ა. მანსვეტოვის სტ., 1891. - 72გვ.
- "უმანკო პატარძალი" : კომედია ერთს მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, 1880. - 68გვ.
- ცოლი ვიტირო თუ ფული : კომედია ოთხ მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, ექ. ხელაძის სტ., 1877. - 84გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00010005/