ჯემალ თოფურიძე დაიბადა 1947 წელს ქალაქ თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და მართვის ინსტიტუტში, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. 1974-1978წწ. მუშობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. 1974 წლიდან იბეჭდება მისი მოთხრობები ლიტერატურულ ჟურნალ "ცისკარში", "ლიტერატურულ საქართველოში" და სხვა. მისი ნამუშევრები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1978 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია, წლის საუკეთესო მოთხრობისათვის
დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია : მოთხრობები / ჯემალ თოფურიძე .- თბილისი : საქართველო, 1994. - 148გვ.
ბიბლიოგრაფია
- გამოუსწორებელი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2003. - 249გვ.. - ISBN: 99928-947-1-7
- დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1994. - 148გვ.. - ISBN: 5-529-00916-6
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001088/