მარგო თომაძე დაიბადა 1910 წელს ქალაქ ხაშურში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1933 წელს.
წლების განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად. იყო პიონერთა სასახლის დირექტორი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ "პიონერის" და გაზეთ "ნორჩი ლენინელის" რედაქტორად. 1947 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. იმავე წელს პრესაში გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა "ბეჯითი ნანული". შემდეგ წლებში გამოიცა მისი მოთხრობების რამდენიმე კრებული. ავტორია ლიტერატურული ნარკვევების კრებულისა "დათოვლილი ბილიკებით".
ბიბლიოგრაფია
- დათოვლილი ბილიკებით : ნარკვევები და ჩანახატები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 79გვ.
- თეთრი დედოფალი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1964. - 50გვ.
- ქართული საბავშვო წიგნი, 1860-1960 : ბიბლიოგრაფია (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 174გვ.
- ბეჯითი ნანული : პატარა მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1950. - 24გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001133/
ითანამშრომლა ქეთი თომაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი