ალექსანდრე თიბილოვი დაიბადა გორის რაიოზის სოფელ ზალდაში. დაამთავრა თბილისის გიმნაზია 1910 წელს; ოდესის უნივერსიტეტი 1915 წელს.
იმავე წლიდან ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში რუსულ ენას. 1918 წლის ოქტომბერში (ოსებისათვის გამოყოფილი კვოტით) აირჩიეს და ერთხანს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი, როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი. ამავდროულად, მან პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო ცხინვალის გიმნაზიაში. 1920 წელს მუშაობა დაიწყო რეგიონის განათლების სისტემაში. 1924 წელს იყო წამყვან გაზეთ "ხურზარინის" ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 1927 წელს ანალოგიური როლი შეასრულა ჟურნალ "ფიდიუაგის" დაარსებაში და ფუნქციონირებაში. მონაწილეობდა სხვა ჟურნალ-გაზეთების გამოცემაშიც. 1932 წელს მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა აგრობიოლოგიური ინსტიტუტი, სადაც იყო დირექტორის მოადგილე (შემდგომში გარდაიქმნა პედაგოგიურ ინსტიტუტად). ხშირად აქვეყნებდა ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, ოსურ ენაზე თარგმნიდა რუს და ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს. 1989 წლიდან მისი სახელი მიენიჭა პედაგოგიურ ინსტიტუტს. რეპრესირებული და რეაბილიტირებულია. ოსი ეროვნების საზოგადო მოღვაწე.
წყარო: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.195
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014009/