სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ვასო არაბიძე 1881-1951წწ. მსახიობი, რევოლუციონერი. დაბ.  ზესტაფონი. იმერეთი.

1881-1951 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი არაბიძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

ვასო არაბიძე 1881-1951წწ. მსახიობი, რევოლუციონერი. დაბ. ზესტაფონი. იმერეთი.

ვასო არაბიძე (21 თებერვალი 1881-1951) მსახიობი.დაბადების ადგილი:ქ. ზესტაფონი. იმერეთი.


1902 წელს გადაასახლეს, საიდანაც გაიქცა მოსკოვში, სადაც  მებრძოლთა რაზმი შეკრიბა, რომელიც აქტიურად იბრძოდა 1905 წლის რევოლუციის დროს. ამ დროს დაუახლოვდა ცნობილ რუს მომღერალს თეოდორე შალიაპინს. 1908 წლიდან მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის, ჭიათურისა და ბაქოს ქართულ თეატრებში. ასრულებდა სახასიათო და დრამატულ როლებს. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დარისპანი(დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ჯიბო(შ. დადიანის "გუშინდელნი"), გოგია დიაკვანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), მოხუცი მოორი(ფ. შილერის "ყაჩაღები"). 1916 წლიდან იღებდნენ კინოში: დათია("ქრისტინე", 1916), ონისე("მამის მკვლელი", 1923), კორძაია("ნათელა", 1926), ბელას მამა("ბელა",1927), ჰასანი("ჰასანი", 1932), მიხო("უდაბნო, 1932), მჭედელა("უკანასკნელი ჯვაროსნები", 1934), ხეცია("ნარინჯის ველი", 1937), მღვდელი("აკაკის აკვანი", 1947), ყრუ თავადი("ქეთო და კოტე", 1948). 1937 წელს იყო რეპრესირებული, შემდგომ რეაბილიტირებული. რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე.



არაბიძე, ვასილ (ვასო) ოქროპირის ძე (1881-1951)
შვილებთან ერთად


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 03.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


არაბიძე

1 0

მამუკა არაბიძე 1970-93წწ. გარდ. სოფ. ათარა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ვასილ არაბიძე 1932-2000წწ. მხატვარი, დაბ. ზესტაფონი იმერეთი

1 0


მერი არაბიძე დ.1994წ. მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკი სამტრედია იმერეთი

1 0

2 1 1