ანა არგუნ-კონოშოკი (21 მარტი 1914-1980) მსახიობი. დაბადების ადგილი: აფხაზეთი,გუდაუთის რაიონი. სოფ ყულანურხვა.
დაამთავრა სოხუმის აფხაზური თეატრალური სტუდია 1934 წელს.
1931 წლიდან იყო სოხუმის ს. ჭანბას სახელობის აფხაზური დრამატული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს ლირიკული, დრამატული და სახასიათო–კომედიური როლები: გუნდა(შ. ფაჩალიას "გუნდა"), გულჩორა( უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ–ალან"), საიდა(გ. გულიას "შავი სტუმრები"), ნადეჟდა(მ. გორკის "უკანასკნელნი"), მარია ანტონოვნა(ნ. გოგოლის "რევიზორი"), დეზდემონა(უ. შექსპირის "ოტელო"), ანჟელიკა(მოლიერის "ჟორჟ დანდენი"), გაიანე(ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ოქსანა(ა. კორნეიჩუკის "ესკადრის დაღუპვა"), კორენკინა, ვიშნევსკაია(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", "შემოსავლიანი ადგილი"), შებუნინა(ბ. ლავრენიოვის "მეზღვაურები"), დარუხანი(გ. გაბუნია "მზის ამოსვლის წინ"), ლედი მილფორდი(ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მირანდოლინა(კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), ოქსანა(ა. კორნეიჩუკის "ესკადრის დაღუპვა"), ნადეჟდა(მ. გორკის "უკანასკნელნი"), რუქაია(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), როზალია(პ. ჯოკომეტის "დამნაშავის ოჯახი"), გაიანე(ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), გულისა(შ. ბასარას "ნათელი ზეცა"), მაშა(ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები"), ზინა(გ. მუხთაროვის "ოჯახის ღირსება"), თავადის ასული(ბ. შინკუბას "კლდის სიმღერა") და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.