თამარ აფხაზიშვილი (1881-1981) მსახიობი.
მონაწილეობდა სახალხო (მუშათა) და სასოფლო-საგლეხო წარმოდგენებში. 1898 წელს ქართული დრამატული თეატრის სცენაზე გამოვიდა ("ფული და ხარისხი", კნეინა ბაბალე).
1902 წლიდან სრულიად უფასოდ გამოდიოდა ავლაბრის (მურაშკოს), ხაშურის და სხვა თეატრის სცენაზე. 1923 წლიდან ზემო სვანეთში, სოფელ ბეჩოში იყო საბავშვო სახლის გამგე. მუშაობდა მესტიაში კლუბისა და სამკითხველოს გამგედ, იმავე დროს ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით უფასო წარმოდგენებს მართავდა.