ემანუილ აფხაიძე (29 აგვისტო 1899-1970) მსახიობი.დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებლი 1917 წელს; აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია 1926 წელს.
მუშაობდა სუფლიორად ქუთაისის თეატრში, შემდეგ მსახიობად ბათუმის (1921-1923), ქუთაისის (1923-1924), 1924 წლიდან კი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: საქმისაი (შ. დადიანის "თეთნულდი"), სოლომონ მორბელაძე (დ. კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები"), ნესტორი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), გონჯა (ა. შანშიაშვილის "არსენა"), ბესო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), მირზა (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), დუდკინი (ნ. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), პანდოლფო (კ. გოლდონის "საპატარძლო აფიშით"), დიეგო (ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი"), რაგნო (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"). ემანუილ აფხაიძემ გარკვეული წვლილი შეიტანა ქართულ საესტრადო ხელოვნებაში – კითხულობდა საკუთარ იუმორისტულ-სატირულ ლექსებს. მონაწილეობდა ქართულ კინოფილმებში: ("სურამის ციხე", "ნარინჯის ველი", "დაკარგული სამოთხე", "ფიცი", "გიორგი სააკაძე", "ჭრიჭინა", "მაია წყნეთლი", "განაჩენი", "დღე უკანასკენლი, დღე პირველი"). შეასრულა სერგო ორჯონიკიძის როლი ფილმში "სექტემბრის ღამე" ("მოსფილმი"). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.