თეიმურაზ ბაბლუანი (20 მარტი.1948) მსახიობი,რეჟისორი,სცენარისტი.დაბადების ადგილი: სოფელი ჩოლური, ლენტეხის რაიონი.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს.
კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მალხაზი("ღიმილის ბიჭები", 1969), არწივის მომთვინიერებელი("მშობლიურო ჩემო მიწავ", 1980), მურტალო(სატელევიზიო ფილმი "კუკარაჩა"). თავისივე სცენარით გადაიღო მხატვრული ფილმები: "მოტაცება"(1975), "ბეღურების გადაფრენა"(1979), "ძმა" (1981), "უძინართა მზე" (1990). კინორეჟისორი.
ფილმების დამდგმელი რეჟისორი
1980: „ბეღურების გადაფრენა“
1981: „ძმა“
1990: „უძინართა მზე“
სცენარის ავტორი ფილმებისა
1980: „ბეღურების გადაფრენა“
1981: „ძმა“
1990: „უძინართა მზე“
პროდუსერია ფილმის
1996: „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ რეჟ. ნანა ჯორჯაძე
გადაღებულია ფილმებში
1969: „ღიმილის ბიჭები“ (მალხაზი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
1980: „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (არწივის მომთვინიერებლი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
1980: სატელევიზიო სპექტაკლი „კუკარაჩა“ (მურტალო) ტელესპექტაკლის რეჟ. თემურ ჩხეიძე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1980: კიევის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა XI საკავშირო კინოფესტივალი, სპეციალური პრიზი ფილმისათვის „ბეღურების გადაფრენა“
1982 : ტალინის XV საკავშირო კინოფესტივალი, პრიზი და დიპლომი ფილმისათვის „ძმა“
1992: მოსკოვის ფესტივალი „ინტერფესტ-92“, გრან-პრი ფილმისათვის „უძინართა მზე“
1992: თბილისის ქართული ფილმების I რესპუბლიკურ კინოფესტივალი „ოქროს არწივი“, მთავარი პრიზი და დიპლომი ფილმისათვის „უძინართა მზე“
1992: სოჭის კინოფესტივალი „კინოტავარ-92“ , მთავარი პრიზი ფილმისათვის „უძინართა მზე“
1993: ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალი პრიზი „ვერცხლის დათვი“
1995: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია