ლალი ბადურაშვილი (29 ივნისი.1938-2020) მსახიობი. დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით.
მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ენის კათედრაზე. იყო ასევე კინოსტუდია "ქართული ფილმის" რედაქტორი. 1970 წელს გადაიღეს ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა", რომელშიც შეასრულა შორენას როლი (რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე).
კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ლალი ("ჩაძირული ქალაქის მაძიებელნი", 1972, რეჟისორი დევი აბაშიძე), მარინე ("ლევან ხიდაშელი", 1973, რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი), "წიგნი ფიცისა" (1983, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე), ლალი ("ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა", 1984, რეჟისორი ლევან კვაჭაძე), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" (2003, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი).