ოლეგ ბასილაშვილი (26 სექტემბერი 1934) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.
დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრთან არსებული ვ. ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის სკოლა–სტუდია1956 წელს.
მუშაობდა ლენინგრადის კომკავშირის სახელობის თეატრში; 1959 წლიდან იყო ლენინგრადის მაქსიმ გორკის სახელობის დიდი დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი; 1956 წლიდან იღებდნენ კინოში; თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ხლესტაკოვი(ნ. გოგოლის "რევიზორი"), ანდრია პროზოროვი და ვოინიცკი(ა. ჩეხოვის "სამი და", "ძია ვანია"), ლაფჩენკო(ა. არბუზოვის "ირკუტსკული ამბავი"), სერპუხოვი(ლ.ტოლსტოის "ცხენის ამბავი") და სხვ. კინოში შესრულებული როლებია: ვასილი("ძოწის სამაჯური", 1964), ლოკარტი("ელჩთა შეთქმულება", 1965), კარენინი("ცოცხალი ლეში", 1965), ანდრია ბუზიკინი("საშემოდგომო მარათონი", 1979), პლატონი("ვაგზალი ორისათვის",1982) და სხვ.