მარიამ ბაუერი (29 მაისი 1909-1995) მოცეკვავე, მსახიობი, პედაგოგი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის მარია პერინის ქორეოგრაფიული სტუდია 1925 წელს.
იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში; 1929-1930წწ. სწავლობდა ლენინგრადის საბალეტო ტექნიკუმში; 1930-1960წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1936-1942წწ. მუშობდა პედაგოგად თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში; 1960 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი. შესრულებული აქვს პარტიები: გულნარა (ჩ. პუნის "კორსარი"), ზარემა (ბ. ასაფიევის "ბახჩისარაის შადრევანი"), თოჯინა (ლ. დელიბის "კოპელია"), ოდეტა (პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ტაო-ხოა(რ. გლიერის "წითლი ზვავილი") ქუჩის მოცეკვავე (ლ. მინკუსის "დონ კიხოტი"), ესპანური ცეკვა (პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ინდური ცეკვა (დ. თორაძის "გორდა").