მიხეილ ბებუთაშვილი.ინჟინერი, მსახიობი, რეჟისორი, ხელოვნების მუშაკი.
"სამშობლოს" პირველი დამდგმელი. 1880-იან წლებიდან სამწერლო და თეატრალურ ასპარეზზე აქტიურად მონაწილეობდა. "დროებაში" ქართული თეატრის შესახებ აქვეყნებდა რეცენზიებს. დავით ერისთავის "სამშობლოს" პირველ დადგმაში (1882, 22 იანვარი) ქართული დროშის ესკიზი მან დახატა, მონაწილეობა მიიღო წინამძღვრიანთკარის სკოლის დაარსებაში.