ნინო ბეროზაშვილი (1918-1983) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ტეზერი, ხაშურის რაიონი.
დაამთავრა თბილისის პროლეტკულტის დრამატული სტუდია. მუშაობდა ხაშურის, სიღნაღის, ნაძალადევისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში. 1939 წლიდან იყო გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), გაიანე, რუქაია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ლიდია (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ძიძია (ალ. გაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ბაბალე (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), საბედო უთურგაული (მ. მრევლიშვილის "ზვავი"), ქაბატო (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), ტატიანა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), კოწო (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), აღათი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), მოხუცი ქალი (გ. შატბერაშვილის "მკვდრის მზე"), ხორეშანი (ო. ჩხეიძის "თედორე"), მათხოვარი (ა. დენერის "დები ჟერარ"). ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, იყო გორის აღმასკომის წევრი და რამოდენიმე მოწვევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი.
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/294523