მედეა ბიბილეიშვილი (31 აგვისტო 1941-2008) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სოხუმის (1962-1963), მარჯანიშვილის (1963-1968), რუსთავის (1968-1970) თეატრებში. 1970 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სოხუმის თეატრში: ირინა (ვ. კოროსტილიოვის "მე მჯერა შენი"), მარტა - იზაბელა (კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან"), მერი (გ. ხუხაშვილის "მთაწმინდის მთვარე"), მოსამართლის ქალიშვილი (ნ. ჰიქმეთის "დამოკლეს მახვილი"), ვისი (ო. ჩხეიძის "ვისია ვისი"); რუსთავის თეატრში: გრაფინია ჩერემისოვა (ვ. კოროსტილიოვის "ასი წლის შემდეგ"); მარჯანიშვილის თეატრში: ფიბი (ჯ. სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში), ნასტია (აკ. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში), იულია (ე. შვარცის "ჩრდილი"), ანტიგონე (სოფოკლეს "ანტიგონე"), დედოფალი ელისაბედი (შილერის "დონ კარლოსი"), გვანცა (გ. ხუხაშვილის "მოსამართლე"), მანანა (ჯ. იოსელიანის "ტაკიმასხარა"), თამარი (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), თეო (პ. კაკაბაძის "სამი ასული", "ტყის ქალები"), გაბი (რ. ტომას "რვა მოსიყვარულე ქალი"), მაკა (თ. ჭილაძის "ბუდე მეცხრე სართულზე"), მარიტანა (დიუმანუას და დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი"), მარიამი (ნ. დუმბაძის "მარადისობის კანონი"), ამალია კარლოვნა (ა. აფინოგენოვის "შიში"); გადაღებულია კინოფილმებში: "ერთი მოთხრობის ფინალი" (1963), "ჩემი ქალაქის ვარსკვლავი" (ოლოლი, 1970), "ანარეკლი" (ზანდა, 1974) და სხვა.