ერასტი ბილანიშვილი (1901) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი.
დაამთავრა ყვარლის მებაღეობის სასწავლებელი 1915 წელს.
მუშაობდა მიწათმოქმედების სამინისტროში. იყო "სახალხო სახლის" ("წითელი თეატრის") შიკრიკი. სცენაზე გამოდიოდა 1918 წლამდე. მუშათა კლუბში ხელმძღვანელობდა პროფკავშირების დრამატულ წრეს. 1921 წლიდან იყო ტფილისის მაზრის ახალგაზრდა კომკავშირის დასების ხელმძღვანელი, პარალელურად მუშაობდა რკინიგზის სალიანდაგო ნაწილში. 1923 წელს სადგურ შორაპანში ხიდის ასაშენებელ სამუშაოებზე გაიგზავნა. 1924 წელს სახალხო განათლების კომისარმა მოსკოვის ქართული სამხატვრო დრამატულ სტუდიაში მიავლინა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ერასტი ბილანიშვილი საქართველოში დაბრუნდა. ეპიზოდურ როლებში გადაღებულია ქართულ ფილმებში: "განაჩენი" (1961), "სხვისი შვილები" (1958), "ზვიგენის კბილი" (1959), "საბუდარელი ჭაბუკი" (1957), "სურამის ციხე"(1922) და სხვ.
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ მოგვაწოდოთ.