გრიგოლ ბიჭიკაშვილი (1908) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1930 წლიდან იყო ცხინვალის თეატრის მსახიობი; 1936-1940წწ. სწავლობდა ლენინგრადის თეატრალურ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ ცხინვალის ქართულ თეატრში ჩაირიცხა მსახიობად.
მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დარჩო ყაჩაღი (აკ. გეწაძის "ყარამან ყანთელაძე"), ზალიკა (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ჯამლეთი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გიჟუა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), გახა (თ. ფერაძის "მთის ლეგენდა"), პარმენ დევიძე (ჯ. ქარჩხაძის "დევიძეების ოჯახი"), ლადო (გ. ბერიაშვილის "ტირიფები მტკვრის პირას"), პაპა სარდიონი (ალ. ჟურულის "პროკურორის ქალიშვილი"), გიორგი, ქაჩალ-ხოჯა (გ. ნახუცრიშვილის "ბორის ძნელაძე", შაითან ხიხო"), ბაგრატა (ე. მაღრაძის და ს. ვაჩნაძის "შორეული ნაპირები"), საბა ბერი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი") და სხვა.
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ მოგვაწოდოთ.
ბიჭიკაშვილი – ბაზალეთი, გორი, დიდი ატენი, თელიანი, თვალადი, კასპი, კრისხევი, მეტეხი, ნიჩბისი, ქარელი, ქვახვრელი, ხალები, ხაშური, ხიდისთავი, ხოვლე, ხცისი
http://www.geogen.ge/ge/treasurege/83/4305/