ზეინაბ ბოცვაძე (13 აგვისტო 1944-1994) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1968 წელს.
1964 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში; შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მაგდალენა(ფ. ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), ისმენე(ჟ. ანუის "ანტიგონე"), ოფელია და ელო(ო. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის"), დედოფალი, სოფლელი გოგონა, თხა, მოტირალი(სულხან–საბა ორბელიანის "სიბრძნე–სიცრუისა"), აგრაფინა დანელია და გულიკო(ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე"), ნელი(ნ. წულეისკირის, გ. გეგეჭკორის "ძველი სამრეკლო") და სხვ. კინოფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ფუნდუ("განძი"), ლელა("ერთი ცის ქვეშ"), მაყვალა("ჩქარი მატარებელი"), გოგონა("ცეცხლი და სიყვარული") ფატი("პალიასტომი"), დედა("ნერგები"), ქეთევან ბარათელი("მონანიება") და სხვ.