თინათინ ბურბუთაშვილი (24 ივლისი 1921-1978) მსახიობი.
დაბადების ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი მუხრანი.
1943 წელს დაამთავრა თბილისის კინომსახიობთა სკოლა, 1972 წელს თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი.
1943–1949წწ. იყო ხაშურის თეატრის, 1949–1978წწ. თელავის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; მუშაობდა პედაგოგად თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბეატრიჩე(გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), სალომე-კინტო(წერეთლის "კინტო"), ხანუმა(ა. ცაგარლის "ხანუმა"), მარფა(დარასელის "კიკვიე"), ვანა(ი. ჯავახიშვილისა და ა. აბშილავას "ვაზისუბნელი ძმაბიჭები"), ჯემა(ვოინიჩის "კრაზანას" მიხედვით), ლარისა(ოსტროვსკის "უმზითვო"), დედა(გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი"). გადაღებულია კინოფილმებში: გოგონა("ჯურღაის ფარი"), შეთეს დედა("ნატვრის ხე") და სხვ.