მარიამ გარიყული ( 2 აპრილი 1883-1960) მსახიობი,მწერალი.
დაბადების ადგილი: სოფელი პატარა გუბი, ქუთაისის რაიონი.
1902-1904წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრში მსახიობად; 1920-1926წწ. გორის თეატრში; 1927-1941წწ. თბილისის კინოსტუდიაში; 1905-1917წწ. თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალ–გაზეთებში, ჟურნალ "ნაკადულში", ქუთაისის გაზეთ – "სამშობლოში" და "ჩვენ მეგობარში"; 1905 წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა "ცხოვრების მსხვერპლი" გაზეთ "ცნობის ფურცელში"; 1941-1944წწ. ჟურნალ "მნათობმა" დაბეჭდა მისი მოთხრობები მიძღვნილი სამამულო ომისადმი: "შემთხვევა", "დედა", "დურგალი მიხეილი"; ავტორია შემდეგი ნაწარმოებებისა: "ცხოვრების მსხვერპლი", "ჩვეულებრივი ამბავი", "სოფლის მსუნაგები", "ჩინოვნიკები", "იმ დღესაც", "საიდუმლო", "კატო", "განვლილი გზა" (1946, მოგონებები), "ასეთი გაზაფხული" (1951, მოთხრობა).