ალექსანდრა გარნელი-დარჩია ( 22 აპრილი 1896-1977) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა ბათუმის ქალთა გიმნაზია 1912 წელს.
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო იმავე წელს ჯერ სცენისმოყვარეთა, ხოლო შემდეგ პროფესიულ-შალვა დადიანის "მოგზაურთა დასის" წარმოდგენებში. 1919 წელს მსახიობად მიიწვიეს ბათუმის თეატრში. 1924 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა ოზურგეთის, ქუთაისის, ზუგდიდის თეატრებში. 1933 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. მნიშვნელოვანი როლები: სონა (პ. ირეთელის "ქრისტინე"), სოფონა(ნ. ნაკაშიძის "ვინა არის დამნაშავე?!"), მაშო (ა. ცაგარელის "ციმბირელი"), ფაიხოში (დ. ერისთავის "სამშობლო"), ისმენე (სოფოკლეს "ანტიგონე"), გალჩიხა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი") და სხვ. ბათუმის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი.
გთხოვთ,თუ ვინმეს მოგეპოვებათ ამ პიროვნების სურათი,მოგვაწოდოთ.